“ჩვენ არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 000-ის დავტოვოთ უყურადღებოდ”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის გადაწყვეტილებას დანაშაულს უწოდებს. მინისტრი 6 კორპუსის პიკეტირებას გამოეხმაურა. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მე-6 კორპუსის პიკეტირება, არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავიანთ მეგობრებს სწავლაში, რაც არის ჩვეულებრივი დანაშაული.
“უნივერსიტეტი ავტონომიურია, მოგეხსენებათ, და თვითონ უნდა გადაწყვიტონ ეს ამბავი. საკანონმდებლო თვალსაზრისით, ჯერ კიდევ პრემიერი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 000-ის დავტოვოთ უყურადღებოდ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ისეთი ვარიანტი გვექნება ჩვენ საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რომ თვითონ გადაწყვიტოს თავის შიგნით როგორი ორგანიზება გააკეთონ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები