ჟურნალისტის ცემის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„2016 წლის 19 დეკემბერს, შინაგან საქმეთა ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე, შემდგომი გამოძიების მიზნით, საქმე გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები