ყვარლის სამი სოფლის მოსახლეობას გენიტალიების დასახიჩრებასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდეს

გურჯაანის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში, ყვარლის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელშიც გურჯაანის რაიონული პროკურატურის, ყვარლის პოლიციის სამმართველოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა დავით ნაღებაშვილმა ყვარლის რაიონის სოფელ თივის, სარუსოს და ჩანთლისყურის მკვიდრებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე, ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები წარადგინეს.

შეხვედრაზე მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გენიტალიების დასახიჩრებასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.

გურჯაანის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში გურჯაანის რაიონის მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები