გორში სწრაფი გადახდის აპარატის გატეხვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

გორში 25 წლის მამაკაცი დააკავეს. „კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცმა საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატის გატეხვა სცადა, რომელიც გორში, იუსტიციის სახლთან არის განთავსებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-177 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები