სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ ”კვირას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი დღეს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები