საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორს, თამაზ ლობჟანიძეს და ფაქტობრივ მმართველ მერაბ ფერაძის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების არგუმენტად მოსამართლემ მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე დაასახელა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებული მეანაბრეები ტაშით შეხვდნენ. ისინი მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები