პატრიარქი: ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას – თქვენ და საქართველოს

“ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას – თქვენ და საქართველოს”, – ასე მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბარბარობა საქართველოს.
„დღეს ბარბარობაა, გილოცავთ ყველას. დღეს არის ბედობის დღეს. ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას – თქვენ და საქართველოს. დღეს იყო წაკითხული ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წაიკითხოთ ეს ლოცვა თქვენს სახლებში. ბარბარობას ვულოცავ ჩვენს ხელისუფლებას. დალოცვილი იყავით და მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა. დღეს პირველად დაირეკება ახალი ზარები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა“, – ბრძანა ილია მეორემ.
მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი სრულდება. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს. პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები