როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოში 21 დეკემბრიდან ტემპერატურის მკვეთრი მომატება ნავარაუდევი არ არის. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 0-დან + 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი კვლავ ყინვები შენარჩუნდება. შესაძლებელია, ნალექის სახით მცირე თოვაც.
შავი ზღვის სანაპიროზე ტემპერატურა +7 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, 21-22-23 დეკემბერს ღამით ყინვები კვლავ გაგრძელდება, დღისით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე აიწევს.
რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით შენარჩუნდება ყინვა, დღისით ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს და +3-+5 გრადუსამდე დათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები