იანოშ ჰერმანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის საჯარო ლექცია – “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე” გაიმართა.
საჯარო ლექცია ჩატარდა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. სტუმარმა სტუდენტებთან ევროკავშირის წინაშე არსებულ პრობლემებზე, საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ თანამშრომლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
“უკვე მეორედ ვარ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩემთვის დიდი პატივია სტუდენტებთან შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. შეხვედრის მიზანი მიმდინარე პროცესებზე ახალგაზრდების ინფორმირება იყო“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები