,,ქორთიარდ მერიოტში” დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ფორუმი გაიმართა

სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში” დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა მიმართეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სისტემაში მიმდინარე აქტივობები, ასევე, მეგობართა ასოციაციების მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მეგობართა ასოციაცია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიცაა დაცული ტერიტორიების დაცვა-შენარჩუნებაში აქტიური მონაწილეობა, ადგილობრივი თემების ჩართვა დაცული ტერიტორიების მართვაში, გრანტების მოზიდვა და შემეცნებით-საგანმანათლებლო საქმიანობა.
2009 წელს შეიქმნა პირველი სამი მეგობართა ასოციაცია, თუშეთის, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებისთვის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სამხრეთ კავკასიის პროგრამული ოფისის (IUCN POSC) პროექტის ფარგლებში.
მსგავსი ასოციაცია ცხრა დაცულ ტერიტორიას ჰყავს, რომლებმაც ჯამში, დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდეს. ფორუმი ამ სახით პირველად გაიმართა და „დაცული ტერიტორიების პროგრამა კავკასიაში – SPPA“- ს მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მეგობართა ასოციაციების, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები