საქართველო-რუსეთის საზღვარზე 500-მდე სატვირთო ავტომანქანაა გაჩერებული

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე, ზემო ლარსთან, 500-მდე სატვირთო ავტომანქანაა გაჩერებული.
ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სატვირთო ავტომანქანები, ძირითადად, პროდუქტებითაა დატვირთული.
ლარსის გამშვები პუნქტი ბოლოს 2016 წლის 13 დეკემბერს, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო დაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები