ბათუმსა და ხელვაჩაურში 21 ათას აბონენტს გაზის მიწოდება აღუდგა

ბათუმსა და ხელვაჩაურში 21 ათას აბონენტს გაზის მიწოდება აღუდგა – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დაზიანების სრულად აღმოფხვრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დავით ლეკიშვილის ცნობით, ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე 50 ათასი აბონენტიდან 40 ათასს აღუდგება.
„14:00 საათის მონაცემებით, ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება 21 ათას აბონენტს აღუდგა. კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად დაზიანებული ადგილების აღდგენას ახორციელებს. დღის ბოლომდე აბონენტთა უმრავლესობას გაზის მიწოდება აღუდგება. სრული აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში დასრულდება“, – აცხადებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით ლეკიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები