ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახათას მთის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო.
როგორც „კვირას“ მერიიდან აცნობეს, ხვალ მახათის მთის მიმართულებით, ავტობუსები 10:00-დან 15:00 საათამდე იმოძრავებენ.
მსურველებს ვარდების მოედნიდან N8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან – N3 და მეტრო „ვარკეთილიდან“ – N3 ავტობუსი მოემსახურება.
მახათას მთაზე ხვალ, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები