მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 40 წლისაა

16 დეკემბერს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სასტუმრო „BILTMORE TBILISI“-ში გაიმართება.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან აცნობეს, საიუბილეო ღონისძიების აღსანიშნავად ფოტო ექსპოზიცია მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება კლინიკის ყველა თაობის ექიმებისა და პირველი პაციენტების ფოტოები. ამასთანავე, საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართება და ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ექიმ მურმან იაშვილისა და საქართველოში პირველი მრავალპროფილიანი ბავშვთა საავადმყოფოს დაარსების შესახებ. ღონისძიებაზე იაშვილის საავადმყოფოს მოქმედი ექიმები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ დღევანდელ კლინიკურ შესაძლებლობებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მრავალპროფილური ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო დიღომში 1976 წელს გაიხსნა და დღემდე 3 მილიონამდე პატარა პაციენტისთვის აქვს გაწეული სამედიცინო მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები