ანა დოლიძე: ხალხმა იცის, თუ რა ადარდებს, რას შეჭამს, რას ჩაიცვამს და რით გაათბობს ახალ წელს სახლს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, დღეს ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის პრობლემაა.
დოლიძის განმარტებით, ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მის გადაწყვეტილებას ასრულებენ.
“ხალხმა იცის, თუ რა ადარდებს, რას შეჭამს, რას ჩაიცვამს და რით გაათბობს ახალ წელს სახლს. ამ თემასთან დაკავშირებით, გაწელილი საუბრები ზედმეტად და შეუსაბამოდ მიაჩნიათ ქართულ რეალობასთან. ფაქტია ის, რომ 19 ოქტომბერს, რამდენიმე თვის წინ, პირველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასვა საკითხი მზაობისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შემადგენელობასა და საქმიანობასთან დაკავშირებით.
დღეს ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული ეკონომიკური პრობლემაა. შესაბამისად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოვუწოდებთ, ჩვენთან ერთად მოახდინოს კონცენტრაცია ამ საკითხების მოგვარებაზე“, – განაცხადა დოლიძემ.
პარლამენტმა გუშინ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიას თანათავმჯდომარეები არ ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყვნენ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები