რამაზ საყვარელიძე: ველოდები კონსტიტუციის დახვეწას

მსურს, რომ მოხდეს კონსტიტუციის „კარკასის“ შექმნა დამოუკიდებელი ფიგურებით – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძე თვლის, რომ 30 აპრილამდე კონსტიტუციის მონახაზი უნდა შექმნან დამოუკიდებელმა პირებმა და კონსტიტუციონალისტებმა, შემდეგ კი გადასცენ კომისიას.
„მსურს, რომ მოხდეს კონსტიტუციის „კარკასის“ შექმნა დამოუკიდებელი ფიგურებით. ველოდები დახვეწილ კონსტიტუციას, რომლის პირვანდელ ვერსიას კონსტიტუციონალისტები და დამოუკიდებელი პირები ჩამოაყალიბებენ და შედეგ გადასცემენ პოლიტიკოსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციის მიღების დრო შესაძლოა 30 აპრილამდე კი არა, ნოემბრამდეც გაგრძელდეს,“-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები