“ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” ყოფილმა დირექტორმა შეშისთვის გამოყოფილი თანხა მიითვისა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა „ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის პერიოდში, ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოყო საბიუჯეტო თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა მუნიციპალიტეტში შემავალი საბაშვო ბაღებისათვის სათბობი შეშის შეძენას. ბრალდებულებმა, თანხის მიზნობრივად გახარჯვის ნაცვლად, ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისათვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 12 762 ლარი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები