16 დეკემბერი

10:00
“ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი დასაქმების ფორუმს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი მიიღებს. ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის.
მის: წერეთლის #116


11:00

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ჩინეთში საქმიან ვიზიტს შეაფასებს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:00  
“რეპორტიორის“ პრესკლუბში, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს.

11:30
ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანათავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საგზაო უსაფრთხოების კანონპროექტი – ქულათა სისტემისა და უკოტაქტო პატრულირების ძალაში შესვლის მოთხვნა.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:30  
გერმანული პროვაიდერი კომპანია Arvato-ს ოფისი გაიხსნება. ოფისის გახსნას გერმანული კომპანიის წარმომადგენლები, ადგილობრივი პარტნიორები და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #34-ში (”პიქსელის“ შენობა)

11:30
“რეპორტიორის“ პრესკლუბში, “მართვის სტრატეგიული ცენტრის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს.

11:30
შინაგან საქმეთა სამინისტროში, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მინისტრის მოადგილე დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრებს.
მის: გულუას ქ. #10

12:00
რამაზ საყვარელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე ისაუბრებს. ასევე, შეაფასებს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

12:00
სასტუმროში ”რედისონ ბლუ ივერია”, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე სამთო საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელის მონიშვნის ქართული სტანდარტის პრეზენტაციას გამართავს.

12:00
ეროვნულ ბიბლიოთეკაში თელაველი შემოქმედის, ელენე ლუხუტაშვილის ხელნაკეთი ნახატების გამოფენა გაიხსნება.

12:00
“რეპორტიორის“ პრესკლუბში, “ქართული ოცნების“ წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.

14:00
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, მისასალმებელი სიტყვებით ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი წარდგებიან.

14:00
„ბრავორექორდსში“ A Capella სექსტეტი The GeorgianSix-ის ახალ ალბომთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცი, რომელსაც “ბრავო რექორდსის” პრეზიდენტი ზაზა შენგელია და თბილისის ვიცე მერი ნინა ხატისკაცი დაესწრებიან.

14:00
ახალციხეში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი პირები $131 მლნ დოლარის ღირებულების „მტკვარიჰესის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.
საკონტაქტო პირი თინათინ ოდილავაძე – 577 75 79 79

15:00
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების საპატიო სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება გაიმართება.
მის: დ. უზნაძის ქ. #68

16:00
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

 19:00
”თიბისი გალერეაში“ ანსამბლი ”შავნაბადა“ ახალი, რიგით მე-9 აუდიო ალბომის პრეზენტაციას და წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

 

15:00
ყაზტრანსგაზ-თბილისის ოფისში ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: მიცკევიჩის 18ა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები