ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა ტრეფიკინგთან ბრძოლის სამომავლო ამოცანები განიხილეს და ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
შეხვედრაზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფის, ასევე, სამოქალაქო პლატფორმის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
სხდომას  საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები