დავით ნარმანია არასამთავრობოებსა და რეგიონულ მედიას შეხვდა

  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია არასამთავრობო სექტორსა და რეგიონულ მედიას შეხვდა. მინისტრმა სამინისტროს 2013 წლის ანგარიშზე ისაუბრა და 2014 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც გამართა. სამინისტრომ რეგიონებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის 900 მილიონი გამოყო.
აქედან 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯება პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინისტრს რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები