მთავარი პროკურორის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურორის ვინაობას უახლოეს დღეებში დაასახელებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები. მართალია ორი კვირა გავიდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ კანონით შეზღუდულები დროში. რამდენიმე კანდიდატი გვყავს და გვინდა, რომ მათგან ყველაზე ღირსეული შევარჩიოთ. ასე რომ, უახლოეს დღეებში ჩვენ დავასახელებთ მთავარი პროკურორის ვინაობას“, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარეობს და მას მედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ესწრება. “მე ჟურნალისტებს პირველად ვხვდები პრემიერ-მინისტრის რანგში. მიხარია, რომ ასეთი შეხვედრების ტრადიცია, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვირდა, გრძელდება. ეს საინტერესოა მთავრობისთვის, თქვენთვის და განსაკურებით ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ მთავრობის საქმიანობა იქნებოდა ღია და გამჭვირვალე. გვინდა ვიცოდეთ, რა აწუხებს მოსახლეობას. გვინდა მოვისმინოთ თქვენი კითხვები, დიდი ინტერესით მოგისმენთ ყველას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები