“საქართველოს ბანკი” ერთმა პირმა დააყაჩაღა

ვაკეში „საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღების ფაქტს ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ „საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ხათუნა კაკაბაძემ განუცხადა, შემთხვევა ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში მოხდა.
მისი თქმით, დაყაჩაღება ერთმა პიროვნებამ განახორციელა, თუმცა, ამ ეტაპზე, გატაცებული თანხის რაოდენობა უცნობია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები