პატიმარს, რომელიც ჯვრისწერისთვის რუსთავის სასამართლოდან გაიქცა, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა

რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ ბრალდებულს, ოთარ ვ.-ს, 2016 წლის 31 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცევის გამო, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 13:20 წუთზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ, პენიტენციური დეპარტამენტის მე-6 დაწესებულებაში გადასაყვანმა პირმა მოახერხა გაქცევა.
მას ბრალად ედებოდა დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გადაყვანისას გაქცევა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.
“ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საიდანაც 8 წელსა და 1 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვლება პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით”,- აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული 1980 წელს დაბადებული ო.ვ. და წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ე. თბილისის ერთ-ერთ რესტორანში 16 ოქტომბერს დააკავეს.

ამავე თემაზე იხილეთ სტატია : facebook.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები