„ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

„ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა მინდელის ინტერესების დამცველებმა დააყენეს, რასაც როგორც ბრალდების მხარე, ისე მოსამართლე დაეთანხმა.
ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას გურამ და მაია რჩეულიშვილების ადვოკატები და თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც დაეთანხმა.
“რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვთვლი, რომ ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარ პატიმრობაში არავინ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ორივე ხელით თანახმა ვარ, რომ ირაკლი გათავისუფლდეს”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
გათავისუფლებამდე ირაკლი მინდელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და წარდგენილი ბრალი აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები