პროკურატურა მაია რჩეულიშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საკითხის დაყენებას არ აპირებს

პროკურატურა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საკითხის დაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე განუცხადა.დღეს სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის “მაგნოლიას” ეპიზოდის განხილვაა დაგეგმილი.
როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდებას მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
“ადვოკატმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ წარმოადგენდა დოკუმენტაციას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტაციას და პოზიციას. ამის შემდეგ დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ მოტივით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის პოზიციას არ ვეთანხმებით”, – განაცხადა გუმბერიძემ.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები