ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მაია რჩეულიშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მაია რჩეულიშვილს დღეს ქალთა სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ. ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილს უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები, თუმცა, საბოლოო დიაგნოზის დასასმელად, ექიმებმა მისი სტაციონარში გადაყვანა ჩათვალეს საჭიროდ.
„ქალბატონ მაიას ჩაუტარდა ადგილზე გამოკვლევა.
გამოკვლევამ ვერ აჩვენა კარგი შედეგი და როცა სამოქალაქო საავადმყოფოში ჩაუტარდება დეტალური გამოკვლევა, მაშინ გვეცოდინება ზუსტი პასუხი“, – განაცხადა მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ.
მაია რჩეულიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. ბათუმის “მაგნოლიას” ეპიზოდშია ბრალდებული. ის სასამართლო სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესაც არის ჩანიშნული, რომელზეც ბრალდებული ირაკლი მინდელი დაიკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები