13 დეკემბერი
11:30 საათზე – „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
12:00 საათზე – „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
09:00 საათზე, იუსტიციის სახლის მესამე სართულზე „განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის“ REN21-ისა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება.
თემა: ”საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ახალი შესაძლებლობები”.
მის: სანაპიროს ქ. #2
10:00 საათზე, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვას ჩაატარებს.
10:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ბიზნესსექტორს შეხვდება.
მის.: ბელიაშვილის ქ. #8, მე-3 სართული (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით)
11:00 საათზე, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ „პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში ბრიფინგს გამართავს.
თემა: კომიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში შეტანილი წვლილისთვის ამ მხრივ გამორჩეულ პირებსა და ორგანიზაციებს გადაეცემათ.
საკონტაქტო პირები: ნინო ბურჭულაძე – 551 191155, ირაკლი მამალაძე – 577100202
11:00 საათზე, “რეპორტიორის“ პრესკლუბში, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირ „სხივის“ პრეზიდენტი, „9 აპრილის“ საზოგადოების თავმჯდომარე თამაზ ბიბილური საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირ „სხივისა“ და „9 აპრილის“ მუზეუმის დევნილობაში ყოფნა.
11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ბრიფინგს გამართავს.
12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ბრიფინგს გამართავს.
12.00 საათზე, მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკაში საქართველოში პირველი ინტერნეტსერვის ცენტრი გაიხსნება. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობის და თბილისის მერიის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ.
მის.: ვაჟა-ფშაველას N 99
14.00 საათზე, დაბა ზაჰესში, ,,საქართველოს ცემენტის კომპანია“ (GCC) ბეტონის ქარხნის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
15:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტში უმცირესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ
16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში“ გაიმართება.
18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მატიას რიდლი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აპოკალიფსური ძალადობა და გლობალური კრიზისის ხედვა“.
18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ზაზა ბიბილაშვილის ახალი წიგნის – ”პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, და დანარჩენი” პრეზენტაცია.
მის: გუდიაშვილის ქ. #7, ეროვნული ბიბლიოთეკა, მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი.
18:30 საათზე, ლურჯი ფარის ორგანიზებით მრგვალი
მაგიდა გაიმართება.
თემა: “ისლამური ძეგლები სამცხე-ჯავახეთში: დაკარგული ისტორია”.
მის: ა. წერეთლის გამზ. N 72, II სართული
საკონტაქტო ტელ: 557 13 22 45
19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ გაიმართება ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ანარეკლი“.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, მე-4 სართული
საკონტაქტო პირი მზეხა მახარაძე – 593 59 28 72
19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო მამა თადეოზის დასახმარებლად, რომელიც მოღვაწეობს ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში.
მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.