განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარის პოლიციამ 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს, 1967 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-15 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები