მეცნიერები: დედამიწის ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაცია იზრდება
დედამიწის ატმოსფეროში ძალზე სწრაფად იზრდება მეთანის კონცენტრაცია, რამაც, შესაძლოა, ოზონის შრე დააზიანოს. ამის შესახებ საუბარია სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გაკეთებულ დასკვნებში.
ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ატმოსფეროში არსებული მეთანის უდიდეს ნაწილს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გამოიმუშავებს. ეს კი გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის.
„გლობალური დათბობის ძირითადი ფაქტორი ნახშირორჟანგია. მაგრამ, თუ ჩვენ მეთანის კონცენტრაციის ზრდას ყურადღებას არ მივაქცევთ, CO 2-ის შემცირებით მიღებულ ეფექტს დავკარგავთ,“ – განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ჯექსონმა აშშ-ის გეოფიზიკოსთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
რატომ გაიზარდა მეთანის კონცენტრაცია ატმოსფეროში ბოლო წლებში, მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს. 2000-დან 2006 წლამდე მისი კონცენტრაცია ატმოსფეროში საკმაოდ დაბალ დონეზე იყო. 2007 წელს უმნიშვნელოდ გაიზარდა და 2014 – 1015 წლებში მკვეთრად გაიზარდა.
ცნობისთვის, მეთანი, ისევე როგორც ნახშირორჟანგი, დედამიწის გარშემო ფენას ქმნის, რომელიც ატმოსფეროდან სითბოს არ უშვებს და ამით „სათბურის ეფექტს“ ქმნის.