კოშკების ფონზე გოგონა რომ გაშიშვლებულიყო, როგორ მოიქცეოდა – ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ფოტოს ავტორს ბოდიში მოახდევინა

მამაკაცი, რომელმაც მესტიის კოშკების ფონზე გაშიშვლებულ ახალგაზრდას ბოდიში მოახდევინა, ირაკლი ნარსავიძეა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ირაკლი ნარსავიძემ აღნიშნა, ვიდეომიმართვის ჩაწერა ყოველგვარი ძალადობის გარეშე მოხდა. მისივე თქმით, ვიდეომიმართვა თბილისის ერთ-ერთ უბანში ჩაიწერა და მისი მიმდინარეობისას მანქანაში სკანდალური ფოტოს ავტორის მამაც იმყოფებოდა. untitled
„როდესაც ეს ფოტო გავრცელდა, შეურაცხყოფილი დავრჩით პირადად მეც, სვანებიც და მთელი საქართველოც. მან შეურაცხყო კოშკებიც და ჩვენი სვანური ტრადიციაც. ეს უზნეობა და უკულტურობა იყო. სვანური ადათ-წესებით, ასეთ დროს სვანებს შეიძლება მოეკლათ კიდეც. ყველა სვანი შეურაცხყოფილი დარჩა. ამიტომ მას საჯაროდ ბოდიში უნდა მოეხადა. თბილისში, მე და ჩემმა მეგობარმა მოვძებნეთ ეს პიროვნება, მამამისიც იქ იყო. მამამისმა ეს რომ გაიგო, შვილს ეჩხუბა, ეს როგორ გააკეთეო. მაშინ გადაწყდა, რომ მას საჯაროდ ბოდიში მოეხადა. თავდაპირველად გარეთ ვსაუბრობდით. ვიდეომიმართვას ქარი უშლიდა ხელს და მანქანაში ჩავსხედით მე, ჩემი მეგობარი, ის პიროვნება და მამამისი. ასე ჩავწერეთ ეს ვიდეომიმართვა. არავითარი ძალადობა არ ყოფილა”, – ამბობს ირაკლი ნარსავიძე. 15435775_1325779590777864_1022633455_n
„კვირას“ კითხვაზე, სკანდალური ფოტოს ავტორი რომ გოგონა ყოფილიყო, როგორ მოიქცეოდა, ირაკლი ნარსავიძემ უპასუხა, რომ ქალს, კაცისგან განსხვავებით, ბევრი რამ ეპატიება.
„რაც შეეხება ქალს, ქალს ისე ვერ მოსთხოვ, როგორც კაცს. თუმცა, არ ვიცი. ჯერ ეგეთი ფოტოები არ მინახავს. ქალს, ისე ვერ მოსთხოვ პასუხს, როგორც კაცს“, – ამბობს ირაკლი და იქვე, ხუმრობით დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში, ჯერ ქალის ფოტოს დაელოდებოდა და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა.
ირაკლი ნარსავიძემ “კვირასთან” საუბრისას ფოტოს ავტორის ვინაობა არ გაამხილა.
ცნობისათვის, ირაკლი ნარსავიძე ი.ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუნდეტია. იგი თბილისში ცხოვრობს. თუმცა, მესტიის რაგბის კლუბის პრეზიდენტია.15401420_1325779630777860_1467242172_n
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დედიშობილა დგას სვანური კოშკების ფონზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში, და განსაკუთრებით სვანებში, უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც სვანები მასთან ურთიერთშეთანხმებაზე საუბრობენ. საკანდალური ფოტოს ავტორმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები