თბილისში ყოფილი პარლამენტარის სახლი გაქურდეს

გუშინ, გვიან ღამით, დიღომში, ყოფილი პარლამენტარის, თეო ტლაშაძის და მისი მეუღლის, ზურაბ რჩეულიშვილის სახლი გაქურდეს.
„წაღებულია, თითქმის ყველაფერი, არცთუ ისე ცოტა. გუშინ გვიან ღამით მოხდა შემთხვევა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ადრე საბურთალოზეც გამიქურდეს სახლი. იმედი მაქვს, ეს შემთხვევა გამოუძიებელი არ დარჩება“, – ამბობს „კვირასთან“ თეო ტლაშაძე.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები