10 დეკემბერს
10:00
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში – ტექნოპარკი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ერთობლივი ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ინტერდისციპლინური ბიზნესისგანვითარების სემინარი TeamLab Georgia გაიმართება.
მის. ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7
11:00
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
11:00
ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე, პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ISSP Georgia – სთან და Kyiv Cyber Academy-სთან ერთად, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.
მის: თბილისი, ბაგები, ი. ჭავჭავაძის #82, (სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამოსახვევი), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცე
11:00
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
12:40
სასტუმრო ZP Palace-ში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის მეოთხე ეროვნულ კონფერენციას გამართავს.
მის: მარჯანიშვილის ქ. N44/48
13:00
სახალხო დამცველი მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას გამართავს.
14:00
დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები საპროტესტო აქციას გამართავენ. 15:00 საათზე კი პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.
საკონტაქტო პირი ივანე ქებაძე – 596 96 93 93
14:00
კლინიკა „ბაზის“ ტერიტორიაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების 6-დან 18 თვემდე ასაკის ბავშვებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
მის.: ლუბლიანას ქ. N21
საკონტაქტო პირები: ნინო ზვიადაური – 558 682 286, ბექა მანაგაძე – 598 568 081
15:00
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტი – „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) – და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო ლექციას გამართავს ეკონომიკური ჟურნალისტიკის შესახებ, რომელსაც ამერიკელი ჟურნალისტი რაიან ჩილკოტე წაიკითხავს.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
15:00
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, საქართველოს მეგზევეთა ასოციაციის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, “მეგზევის დღე” აღინიშნება.
მის: 26 მაისის მოედანი #1
საკონტაქტო პირი თამაზ შილაკაძე – 577 41 95 56
15:00
საათზე სასტუმრო რიქსოსში საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლითი სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე გაერთიანება 2015-2016 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგება. ანგარიშს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დაესწრებიან.
15:00
ახალგაზრდული მედია კავშირი, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, თბილისის მერიის გენერალური მხარდაჭერით, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარლებში დასკვნით ღონისძიებას გამართავს.
მის: ინგოროყვას ქ. #19 (პარლამენტის შენობის უკან), გალერეა“ სფუმატო“
საკონტაქტო პირი ხათო გავაშელი – 551902323