გერმანიაში 38 წლის ქართველი გარდაიცვალა – რა მისწერა ინა მაზმიშვილმა დას ოპერაციამდე

გერმანიაში, ჰანოვერის ერთ-ერთ კლინიკაში 38 წლის ქართველი ინა მაზმიშვილი-ქირია გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, ინა მაზმიშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე თევზის ფხა გადაეყლაპა,15435894_1324646530891170_146778513_n რომელიც ფილტვზე დაილექა. მაზმიშვილი ჰანოვერის კლინიკაში ექიმთან მივიდა. გარდაცვლილის და, ინა მაზმიშვილის სიკვდილის მიზეზად გერმანელი ექიმების შეცდომას და დაუდევრობას ასახელებს.
„საყლაპავი მილი დამიზიანდა. გასტროსკოპიის დროს ორგან გაიხვრიტა. ერთი პირდაპირ გულთან არის“, – ეს მესიჯი 38 წლის ინა მაზმიშვილმა დას, მეგი მაზმიშვილს ჯერ კიდევ 30 ნოემბერს მისწერა.
ამავე შეტყობინებაში, ინა მაზმიშვილი ამბობდა, რომ მას საოპერაციოდ ამზადებდნენ. ჰანოვერის კლინიკაში მისთვის გულზე სტენტირების ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ.15416137_1324612710894552_639473581_n
„ჰანოვერში გადამიყვანეს საავადმყოფოში. გუშინ საყლაპავი მილი დამიზიანდა. გასტროსკოპიის დროს ორგან გაიხვრიტა. ერთი პირდაპირ გულთან არის. ახლა გამიკეთებენ ოპერაციას. სტენტს ჩავდგამთო“, – წერდა მაზმიშვილი მის დას.
38 წლის ქართველს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეუღლე და ორი შვილი – 12 და 2 წლის გოგონები დარჩა. ინა მაზმიშვილი-ქირია დღეს გერმანიაში დაკრძალეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე, გერმანიის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოფიციალურად ეცნობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს. გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ქ-ნი ინა მაზმიშვილი-ქირიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილის ოჯახს საკონსულოსთვის არ მიუმართავს.

ინა მაზმიშვილი, წარმოშობით, გორის რაიონის სოფელ ახალხიზიდან არის. როგორც გორის რაიონის სოფელ სკრის რწმუნებულმა ილია ოქროშიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ინა ოჯახით საქართველოდან უკვე რამდენიმე წელია წასულია და მეორე შვილი გერმანიაში შეეძინა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ინა მაზმიშვილი-ქირია, უკვე მეორე გარდაცვლილია მათი სოფლიდან. ოქროშიაშვილის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ გერმანიიდან კიდევ ერთი ქართველი, 26 წლის ზვიად ბალიაშვილი ჩამოასვენეს.
„კვირას“ ინფორმაციით, ბალიაშვილი გერმანიაში წელიწადნახევრის წინ წავიდა და მას ოჯახის წევრებთან ბოლო სამი თვის განმავლობაში კავშირი არ ჰქონია. სამთვიანი ძებნის შემდეგ, გერმანელმა სამართალდამცავებმა 26 წლის ზვიად ბალიაშვილის ცხედარი იპოვეს. საქართველოს მოქალაქის ცხედარი საქართველოში ხელისუფლების დახმარებით ჩამოასვენეს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები