გიგლა აგულაშვილი კომპანია „DMT GmbH & Co. KG“-ის მმართველს პაულ ალტჰაუსს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ევროპაში უმსხვილესი გეოლოგიური კომპანიის „DMT GmbH & Co. KG“-ის სამთო კონსალტინგისა და სამთო ინჟინერიის მმართველს პაულ ალტჰაუსს შეხვდა.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული გეოლოგიური დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც საქართველოში სამთო მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას, ბუნებრივი რესურსების მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას, გეოლოგიური საფრთხეების და რისკების შეფასებას ახალი ტექნოლოგიებით ისახავს მიზნად.
კომპანია ასევე გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებს ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება.
კომპანია DMT გერმანიაში დაფუძნებულ გეოლოგიურ-საინჟინრო – საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები