სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარი თქმის მიზეზებს განმარტავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც სანდრა რულოვსი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, იგი საქველმოქმედო საქმიანობას ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელებს.
მისი თქმით, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა ეფუძნებოდა როგორც მის პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითარებულ მოვლენებს.
”როგორც უკვე ცნობილია, ნოემბერში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის (წინა) საარჩევნო დარღვევები, უკანონობა და მნიშვნელოვანი გაყალბებები, რასაც ადგილი ჰქონდა მთელ საქართველოსა და განსაკუთრებით ზუგდიდში, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა არალეგიტიმური შედეგი. ჩემი გადაწყვეტილება, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ, ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითარებულ მოვლენებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი იმ აუტანელ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მთლიანად არჩევნები და რამაც განაპირობა ის მცდარი და არარეალური საპარლამენტო შემადგენლობა, რომელიც თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას.
ჩვენ ყველა მხოლოდ ახლა ვაცნობიერებთ, თუ რა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამომრჩევლის ნების დამახინჯებას საქართველოს მომავალი სოციალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის.
ჩემი მხრივ, კი მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გვფარავდეს ღმერთი”, – ნათქვამია სანდრა რულოვსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები