„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბორჯომში 150 000 ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. კომპანია ბორჯომში 150 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2 კმ სიგრძის, ახალი მიწისქვეშა საკაბელო ხაზი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბორჯომის ცენტრის ენერგომომარაგების საიმედოობას.
დღეს, ბორჯომში კომპანიის მენეჯმენტი ჩავიდა და ადგილზე დაათვალიერა სამუშაოების მიმდინარეობა. ამჟამად, მიწისქვეშა ქსელის მოწყობის სამუშაო ინტენსიურად გრძელდება და მომავალი კვირის დასაწყისში დასრულდება. სამუშაოების წარმოება ბორჯომში, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას არ გამოიწვევს.
ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში, გასულ თვეს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა ბაკურიანსა და გუდაურში. ბაკურიანში აშენდა ორი ახალი საფიდერო ხაზი, მოეწყო ახალი მიწისქვეშა საკაბელო სისტემა, განხორციელდა ქვესადგურებისა და გამანაწილებელი პუნქტების რეაბილიტაცია. რაც შეეხება გუდაურს, აქ განხორციელდა მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა მაღალი ძაბვის საყრდენი ბოძები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატრანსფორმატორო პუნქტებს. ბაკურიანის ენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 500 000 ლარამდე, ხოლო გუდაურის ქსელის რეაბილიტაციისთვის 20 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები