ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები – ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები – ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრალდებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება დღეს მიიღო, ამის საფუძველი კი ბრალდებულებისთვის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვა გახდა.
“9 თვეზე მეტია საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და პროკურატურამ შეგნებულად არ დაკითხა თავისი მოწმეები. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. მე ვთვლი, რომ ვიყავი 9 თვის განმავლობაში პროკურატურის პირადი ტყვე. არ მომცეს საშუალება ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩამეტარებინა და წარმომედგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც ნათელს მოჰფენდა საქმეს. 16 წელია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ასეთი სიტუაციები ჩემთვის უცხო არ არის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს და ალბათ, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება”, – განაცხადა ირაკლი ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები