გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა გიორგი მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. ჰოსპიტლის ხელმძღვანელის პოზიციაზე მაისურაძე რევაზ კუჭუხიძემ ჩაანაცვლა.
როგორც “კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გიორგი მაისურაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყებამ მაისურაძეს ალტერნატიული სამსახური შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა. “კვირას“ ინფორმაციით, მაისურაძე სამოქალაქო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
აღსანიშნავია, რომ რევაზ კუჭუხიძეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის პოსტი ერთხელ უკვე ეკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები