მოქალაქე ფალსიფიცირებული არყის რეალიზაციას ახდენდა – საგამოძიებო სამსახურმა 2724 ერთეული უაქციზო „მეჯიკ კრისტალი“ ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქე იგორ ასკაროვის საცხოვრებელი სახლიდან 2724 ერთეული უაქციზო არაყი „მეჯიკ კრისტალი“ ამოიღო.
როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იგორ ასკაროვი ფალსიფიცირებული არყის რეალიზაციას ყოველგვარი გადამუშავებისა და აქციზური მარკის გარეშე ახდენდა, რაც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაატარა ჩხრეკა მოქალაქე იგორ ასკაროვის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი. კერძოდ, ასკაროვის საცხოვრებელი სახლიდან საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო 2724 ერთეული უაქციზო არაყი „მეჯიკ კრისტალი“. საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით. ყველა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებულია კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აუქციონზე შეძენილ პროდუქციას, აუქციონზე რეალიზებული იყო არაპირდაპირი მოხმარებისთვის, გადამუშავებისათვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელი, რაც უვარგისია მოხმარებისთვის აღნიშნული სახით და პროდუქციის რეალიზაცია – გასხვისება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ტექნოლოგიური გადამუშავების და აქციზური მარკით ნიშანდების შემთხვევაში. იგორ ასკაროვი ფალსიფიცირებული არყის რეალიზაციას ახდენდა ყოველგვარი გადამუშავებისა და აქციზური მარკის გარეშე, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები