„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ იგი „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 15 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლე შორენა გუნცაძემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული სასამართლოს განხილვების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმის ოდენობა 6 500 ლარამდე შემცირდეს.
პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს გაასაჩივროს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები