სოფელ ველისციხეში მაღაზია გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
მაღაზიიდან, სავარაუდოდ, სიგარეტი წაიღეს.
როგორც „კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ზარალის დასადგენად და ეჭვმიტანილის დასაკავებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები