სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიწვა

გუშინ, გვიან ღამით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიწვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარი სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი გარდაცვლილის სახლთან ახლოს მდებარე მცირე ზომის ნაგებობას გაუჩნდა, სადაც იმ მომენტში მამაკაცი იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები