პროკურატურა ბრალდებულ დავით დევნოზაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით არ მიმართავს.
როგორც პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, მუხაძეს სხვა საქმეზე უკვე დადებული აქვს მსჯავრი და შესაბამისად, მასზე აღკვეთის ღონისძიება არ იქნება მოთხოვნილი.
პროკურორი განმარტავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით დევნოზაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვენ, თუმცა კონკრეტულად რა მტკიცებულებებსა და გარემოებებს დაეყრდნობა პროკურატურა შუამდგომლობის დაყენებისას, ამაზე ემზარ გაგნიძეს არ უსაუბრია.
ჯერჯერობით უცნობია, რა შუამდგომლობას დააყენებს დაცვის მხარე პროკურატურის საპასუხოდ. დავით დევნოზაშვილის ადვოკატებს პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები