ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის კუთვნილი, შპს „ავტოსერვისი 16“-ს დირექტორი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მერიის კუთვნილი, შპს „ავტოსერვისი 16“-ის დირექტორი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მერიის ბალანსზე არსებული ავტოტექმომსახურებისთვის გათვალისწინებული ფართის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს, ქრთამის სახით, გამოართვა 2 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები