8 დეკემბერი

 09:00 საათზე, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი – ტექნოპარკი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ფართომასშტაბიან ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

10:30 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის ჯანდაცვის ფორუმის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრება.
მის: წერეთლის გამზ. # 118
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე – 599 12 00 09

11:30  – ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირეგით შემდგომ გეგმებზე ისაუბრებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565


11:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის №9 ანგარიშის პრეზენტაციას გამართვას, რომელიც 2016 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდს მოიცავს.

12:00  – თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი; „თბილსერვისის“ საქმე და სხვა, მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ტრანსგენდერ ქალთა ცენტრისთვის მიწის ნაკვეთის ჩუქება და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ განხორციელებული შეტევები.

12:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია შეეხება ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობას.
მის: მ. ქანთარიას ქ. #11ა

13:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს.

14:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის ქმედების გამო საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელშიც
წალკისა და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ნარდევანის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.

14:00 საათზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ანგარიშის “ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში” პრეზენტაციას გამართავს.
მის: აღმაშენებლის გამზ. #61

14:30 საათზე, თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით აქცია გაიმართება.
მის.: ბუდაპეშტის ქ. #28
საკონტაქტო პირი ქეთი ბეროშვილი – 577 93 10 21

15:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017 წლის საინვესტიციო გეგმების შეთანხმების შესახებ იმსჯელებს.
მის: ა. მიცკევიჩის ქ. N19

15:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს სამინისტროს 2015-2016 წლის ანგარიშს წარუდგენს.

16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წიგნის „ანანაურის დიდი ყორღანი 3“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ფურძელაძის ქ. #1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები