ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5739 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5744 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7590 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსი 2.7734 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები