დედამ, რომელმაც შვილი მოკლა, ზაფხულში ვენები გადაიჭრა – საზარელი მკვლელობის დეტალები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში დედის მიერ მოკლული მამაკაცი როლანდ ბ-ძეა.
როგორც “კვირას“ გარდაცვლილის თანასოფლელებმა განუცხადეს, დედა-შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ და ერთმანეთში ხშირად მოსდიოდათ უთანხმოება.
სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა, როლანდ ბ. დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
შემთხვევის დროს გარდაცვლილის ძმა სახლში არ იმყოფებოდა.
როლანდ ბ -ძეს სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით სახის არეში აქვს მიყენებული.
“კვირას“ ინფორმაციით, როლანდ ბ -ს დედამ, მერი ბ-მ მიმდინარე წლის ზაფხულში თვითმკვლელობა სცადა და ამ მიზნით ვენები გადაიჭრა.
თანასოფლელები ამბობენ, რომ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა და სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. მათ მეზობლებიც ხშირად ეხმარებოდნენ.
საზარელი შემთხვევა დღეს დილით 11:00 -დან 12:00 საათის მონაკვეთში მოხდა. 75 წლამდე ქალმა შვილი, 50 წლამდე მამაკაცი ნაჯახით მოკლა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები