ჰააგის სასამართლო თბილისში ოფისის გახსნას გეგმავს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქართველოში საველე ოფისის გახსნას გეგმავს
ამის შესახებ ჰააგის სასამართლოში ქართველ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სასამართლოს წარმომადგენლებმა განაცხადეს. სასამართლოს საველე ოფისი მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენს, ასევე დაზარალებულებთან კონტაქტს და კოორდინაციას ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ოფისი მოქალაქეების ინფორმირებას მოახდენს სასამართლოს მუშაობის სპეციფიკაზეც. ოფისის გახსნა მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები