ფილმი „დედა“ ორი საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია

„დედა“ ერთროულად ორი საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ფილმი ესპანეთის Mostra de Curtmetratges per la Identitat და უნგრეთის 2Oth Faludi Filmszemle საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია.
ფილმის რეჟისორია რატი წითელაძე; სცენარის ავტორი/მთავარი როლის შემსრულებელი: ნინო ვარსიმაშვილი.
როგორც რეჟისორი ფეისბუქგვერდზე წერს,  ფილმი ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება, საქართველოში 40,000-ზე მეტი მარტოხელა დედაა, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება…
„დედა“ უკვე მსოფლიოს მაშტაბით 100-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში უჩვენეს. ფილმმა ასევე მოიპოვა პრიზები ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, არგენტინის და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე…
„დედა“ ასევე ნომინირებულია იტალიის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე 23rd Corto Imola Festival.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები