7 დეკემბერი
10:30 საათზე – „ჯაშუშობის საქმისთვის“ ბრალდებული ფოტოგრაფის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ფოტოგრაფების ე.წ. ჯაშუშობის საქმე და პროკურატურის გადაწყვეტილება.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:00 საათზე – პარლამენტის ყოფილი წევრი და არასამთავრობო სექტორის ყოფილი წარმომადგენელი თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ფოტოგრაფების ე.წ. ჯაშუშობის საქმე. თამარ კორძაია იყო ერთ-ერთი უფლებადამცველი, რომელიც ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა და ამტკიცებდა, რომ ფოტოგრაფები ზეწოლის ქვეშ იყვნენ.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:30 საათზე – ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ადვოკატი ლექსო კობაიძე და სამხედრო მოსამსახურეები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სამხედრო მოსამსახურეების მიმართ აღებული ვალდებულება საცხოვრებელი ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. რა პრობლემები შეიქმნა თავდაცვის ყოფილი მინისტრის პერიოდში და რას ითხოვენ სამხედრო მოსამსახურეები სახელმწიფოსგან.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565